ვრცელდება არგენტინის ნაკრების მწვრთნელის განცხადება ვრცელდება არგენტინის ნაკრების მწვრთნელის განცხადება » Footballnews ვრცელდება არგენტინის ნაკრების მწვრთნელის განცხადება
გათიშვა

ვრცელდება არგენტინის ნაკრების მწვრთნელის განცხადება

ვრცელდება არგენტინის ნაკრების მწვრთნელის განცხადება
1 საათის და 22 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი
უგულშემატკივრე სპართან ერთად

ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ეგვიპტესთან მოპოვებული გამარჯვების (3:2) შემდეგ ისაუბრა. არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერი, ლიონელ მესი გამოარჩია.

„არც კი ვიცი, როგორ აღვწერო ის, რაც მოხდა. რთული სათქმელია, რა უტრიალებს თავში მესის, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ის ფეხბურთს სწორედ ასეთი მომენტებისთვის თამაშობს. მესი ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარია და ამ ემოციების მის გვერდით განცდა წარმოუდგენელი სიამოვნებაა.

ეს ყველაფერი სხვა ფეხბურთელებზეც მოქმედებს, სამშობლოს ღირსების დაცვა განსაკუთრებული ემოციაა და მასთან მრავალი ასპექტია დაკავშირებული. ის, რაც ეგვიპტესთან განვიცადეთ, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მომავალში.

ამ ფეხბურთელებმა ბედნიერების უიშვიათესი გრძნობა მომანიჭეს. ძნელია, გაიხსენო სხვა გუნდი, რომელიც არ ნებდება მაშინაც კი, როცა ყველაფერი მის წინააღმდეგაა“, – ციტირებს სკალონის სიტყვებს არგენტინის ეროვნული ნაკრების პრესსამსახური სოციალურ ქსელში.

მისი კომენტარი წერილობითი ფორმით იმიტომ გავრცელდა, რომ შეხვედრის შემდეგ სკალონიმ ბოდიში მოიხადა – შერეულ ზონაში გამართული მოკლე ინტერვიუს დროს მან ცრემლები ვერ შეიკავა და ჟურნალისტების კითხვებს ვეღარ უპასუხა.

FACEBOOK კომენტარები