მუნდიალის მიუხედავად, კვარა პოზიციებს არ თმობს - დასახელდა მსოფლიოს 10 უძვირესი ფეხბურთელი მუნდიალის მიუხედავად, კვარა პოზიციებს არ თმობს - დასახელდა მსოფლიოს 10 უძვირესი ფეხბურთელი » Footballnews მუნდიალის მიუხედავად, კვარა პოზიციებს არ თმობს - დასახელდა მსოფლიოს 10 უძვირესი ფეხბურთელი
გათიშვა

მუნდიალის მიუხედავად, კვარა პოზიციებს არ თმობს - დასახელდა მსოფლიოს 10 უძვირესი ფეხბურთელი

მუნდიალის მიუხედავად, კვარა პოზიციებს არ თმობს - დასახელდა მსოფლიოს 10 უძვირესი ფეხბურთელი
2 საათის და 13 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა. მონაცემების განახლება მხოლოდ ტურნირზე მოთამაშე ფეხბურთელებს შეეხოთ.

Top ათეულს 220-220 მილიონი ევროთი ერლინგ ჰოლანდი და ლამინე იამალი ლიდერობენ. სამეულში, ასევე, კილიან მბაპე (200 მილიონი) მოხვდა. საინტერესოა, რომ სამივე მათგანის ფასმა 20-20 მილიონით მოიმატა.

როგორც Transfermarkt წერს, ჰოლანდმა და იამალმა ახალი რეკორდი დაამყარეს, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პორტალმა ფეხბურთელი 220 მილიონ ევროდ შეაფასა.

მუნდიალზე თავის გამოჩენის შემდეგ, ფასში ყველაზე დიდი - 35-მილიონიანი მატება ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ელიოტ ანდერსონს ჰქონდა. ამ მხრივ მე-2 ადგილს 30-30 მილიონით ჯუდ ბელინგემი და აიუბ ბუადი (მაროკო) იკავებენ.

Transfermarkt კვლავ 140 მილიონ ევროდ აფასებს პარი სენ ჟერმენის ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.

Top ათეულში ყველაზე მეტი - 2-2 წარმომადგენელი რეალიდან, ბარსელონადან და მანჩესტერ სიტიდანაა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები Transfermarkt-ის ვერსიით:

ერლინგ ჰოლანდი - 220 მილიონი ევრო

ლამინე იამალი - 220 მილიონი ევრო

კილიან მბაპე - 200 მილიონი ევრო

მაიკლ ოლისე - 170 მილიონი ევრო

ჯუდ ბელინგემი - 160 მილიონი ევრო

პედრი - 150 მილიონი ევრო

ხვიჩა კვარაცხელია - 140 მილიონი ევრო

ვინისიუს ჟუნიორი - 140 მილიონი ევრო

ჟოაო ნევეში - 140 მილიონი ევრო

ვიტინია - 140 მილიონი ევრო

FACEBOOK კომენტარები