„იბერია“ წაგებას გადაურჩა, თბილისში კი...“ — რას აცხადებს „ლარნეს“ მწვრთნელი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „იბერია“ წაგებას გადაურჩა, თბილისში კი...“ — რას აცხადებს „ლარნეს“ მწვრთნელი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ » Footballnews „იბერია“ წაგებას გადაურჩა, თბილისში კი...“ — რას აცხადებს „ლარნეს“ მწვრთნელი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ
გათიშვა

„იბერია“ წაგებას გადაურჩა, თბილისში კი...“ — რას აცხადებს „ლარნეს“ მწვრთნელი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ

„იბერია“ წაგებას გადაურჩა, თბილისში კი...“ — რას აცხადებს „ლარნეს“ მწვრთნელი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ
1 საათის და 26 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

თბილისის „იბერიასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ, „ლარნის“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰავერონმა პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და საპასუხო მატჩში გუნდის შანსებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. შეხვედრაში, ალბათ, ყველა რეალური საგოლე მომენტი ჩვენ შევქმენით. ამის მიუხედავად, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ვდომინირებდით. რა თქმა უნდა, „იბერია“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მიმაჩნია, რომ შესანიშნავად ვითამაშეთ.

მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ. მართალია, შემდეგ თამაშის სადავეები ცოტათი დავკარგეთ, მაგრამ, ვფიქრობ, ბიჭები დასაწყისიდან ბოლომდე სათანადოდ გამოიყურებოდნენ. ამ მატჩის შემდეგ მეტად თავდაჯერებულები გავხდით. ერთადერთი იმედგაცრუება ის არის, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

მომავალ კვირას „იბერიას“ უკვე სტუმრად დავუპირისპირდებით. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ ჩემი გუნდი გამოწვევას გაუმკლავდება. მოუთმენლად ველი საპასუხო შეხვედრას. მეტოქის მოედანზე მოგვიწევს თამაში და თუ წარმატება გვსურს, ეს რთული გზა უნდა გავიაროთ“, – ამბობს ჰავერონი.

„იბერიისა“ და „ლარნის“ შეხვედრა 11 აგვისტოს თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართება.

FACEBOOK კომენტარები