უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გრაცის „შტურმის“ მეტოქე „ფენერბახჩეა“. ავსტრიის ჩემპიონს სტამბოლში ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ გაჰყვა. ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა აღნიშნა, რომ კიტეიშვილის შემთხვევაში რისკზე წასვლა და პროცესის დაჩქარება არ სურთ.
მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია და ეს დანაკლისი მთელმა გუნდმა ერთობლივად უნდა აანაზღაუროს. კიტეიშვილის ქართველი თანაგუნდელი, გიზი მამაგეიშვილი გუნდს თურქეთში გაჰყვა და, დიდი ალბათობით, თამაშში მონაწილეობას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „შტურმმა“ შოტლანდიური „ჰართსი“ ორი მატჩის ჯამში 6:0 გაანადგურა.
პირველ მატჩში, როცა „შტურმმა“ 4 გოლი გაიტანა, კიტეიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და საგოლე პასიც მიითვალა, თუმცა, წვივის ტრავმის გამო, ის გუნდს ბოლო მატჩებში ვეღარ ეხმარება. „ჰართსთან“ საპასუხო მატჩის გარდა, მან ავსტრიის ბუნდესლიგისა და თასის თითო შეხვედრაც გამოტოვა.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „ფენერბახჩესა“ და „შტურმს“ შორის ხვალ, 5 აგვისტოს, 22:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 11 აგვისტოს გრაცში შედგება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ