ეს უდიდესი საქმეა - ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება უფრო რეალური ხდება ეს უდიდესი საქმეა - ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება უფრო რეალური ხდება » Footballnews ეს უდიდესი საქმეა - ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება უფრო რეალური ხდება
გათიშვა

ეს უდიდესი საქმეა - ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება უფრო რეალური ხდება

ეს უდიდესი საქმეა - ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება უფრო რეალური ხდება
1 საათის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები სულ უფრო იზრდება. პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავს ცოტა ხნის წინ მხარი ღიად დაუჭირა ცნობილმა ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა L'Équipe-მა, რომელმაც ის გარეკანზე განათავსა წარწერით — „პრეტენდენტი“. გამოცემის თანახმად, მუნდიალზე გამორჩეული ინდივიდუალური პერფორმანსების დეფიციტისა და ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე, იგი ჯილდოს მთავარ კანდიდატად იქცა.

მსგავს პოზიციას იზიარებს კიდევ ერთი გავლენიანი ფრანგული გამოცემა Onze Mondial. მათი თქმით, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებისა, კვარაცხელია ნომერ პირველი ინდივიდუალური პრიზისთვის ბრძოლას არ თმობს და მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას ისახავს. თუ ის მიზანს მიაღწევს, 1978 წელს კევინ კიგანის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც მუნდიალის წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარეშე მოიგებს „ოქროს ბურთს“.

ქართველ შემტევს აქტიურად უჭერენ მხარს პსჟ-ის ქომაგებიც. Tribuna-ზე გამოქვეყნებული კომენტარებიდან ჩანს, რომ გულშემატკივრები ოსმან დემბელეს სწორედ ხვიჩას ამჯობინებენ. მათი აზრით, კვარაცხელიამ ფენომენალური სეზონი ჩაატარა, ის ყველაზე ლოგიკური კანდიდატია და მისი გამარჯვება გუნდის სხვა წევრებსაც მომდევნო სეზონში დიდ მოტივაციას მისცემს.

ცნობისთვის, რიგით 70-ე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 2026 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. წელს ცერემონიას, ისტორიაში პირველად, პარიზის ნაცვლად ლონდონი უმასპინძლებს.

FACEBOOK კომენტარები