Crónica Global-ი კატალონიური გამოცემაა, რომელიც ავტორიტეტული ესპანური გაზეთის, El Español-ის პარტნიორია და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. Crónica Global-მა „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმებს საინტერესო სტატია მიუძღვნა და გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
„„ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია. დეკუ მოლოდინის რეჟიმშია. დღეს არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო სიმეონეს უნდა დაელაპარაკოს, რის შემდეგაც „ბლაუგრანა“ მეორე წინადადებას წარადგენს. მხოლოდ ალვარესს შეუძლია, „ატლეტიკოს“ პოზიცია შეაცვლევინოს, თუმცა თუ არაფერი გამოვიდა, კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება, რადგან ფერან ტორესის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
გაიჟღერა დუშან ვლაჰოვიჩის კანდიდატურამ, რომელიც „ბარსელონას“ მოლოდინშია, თუმცა მისით „ბეშიქთაშიცაა“ დაინტერესებული. ასევე, დაიწერა ვიქტორ ოსიმენზე, თუმცა შედარებით იაფი ვარიანტი გიორგი მიქაუტაძეა — „ვილიარეალის“ ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ევროპის ელიტაში დაიმკვიდრა თავი. მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა, თუმცა „ვილიარეალს“ შედარებით მეტის მიღება სურს და შესაძლოა, 60 მილიონიც მოითხოვოს. მიქაუტაძემ ბრწყინვალე ტექნიკური უნარები გამოავლინა, როგორც მჭიდრო სივრცეში თანაგუნდელებთან კომბინაციურ თამაშში, ისე მცველებს ზურგს უკან გახსნის კუთხითაც. მას მრავალმხრივი უნარები გააჩნია და, სათადარიგო გეგმის სახით, შესაძლოა უახლოეს დღეებში საინტერესო ალტერნატივადაც მოგვევლინოს. მიქაუტაძე სრულად ასახავს იმას, რასაც ფლიკი თავდამსხმელში ეძებს“.
ესპანური პრესის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიქაუტაძის გაფორმება ძალიან გაუჭირდება. „ვილიარეალი“ ქართველი ფეხბურთელის გასხვისებას არ აპირებს და გადაწყვეტილებას მხოლოდ სარფიანი წინადადება შეაცვლევინებს. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის კონტაქტი არ შემდგარა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ