ხვალ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში იბერია 1999 ჩრდ. ირლანდიურ ლარნეს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰავერონმა და ფეხბურთელმა, ლეროი მილარმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
გარი ჰავერონი: ინფორმირებულები ვიყავით იმ პრობლემებზე, რომელიც იბერიას შეექმნა. ჩვენ ეს ნაკლებად გვეხება, არ შეგვეძლო ამ პრობლემების გამოსწორება. პირველმა თამაშმა ისე ჩაიარა, როგორც ველოდი. იბერია ძალიან კარგი გუნდია და რთული მატჩი იყო. არა ერთი შანსი გვქონდა გოლის გასატანად, თუმცა ვერ შევძელით. ხვალინდელ თამაშშიც იგივეს ვეცდებით. გულშემატკივრების მხარდაჭერის გამო იბერიას მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება, მაგრამ ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ხვალინდელი თამაში მარტივი იქნება, რადგან იბერია ძლიერი გუნდია და პრობლემებს შეგვიქმნიან.
მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი თავდაჯერებითა და თავდადებით, წარმატების მიღწევა შეგვიძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. გასაგებია ის აჟიოტაჟი, რომელიც წილისყრამ გამოიწვია. რეინჯერსი ბრიტანეთში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. თუ ჩვენი თამაში შედგება, დიდი დასწრება ექნება და სწორედ ამის გამო შეიქმნა ასეთი აჟიოტაჟი. მგონია, რომ გარანტირებული არაფერი გვაქვს. იბერიას პატივისცემით ვუდგებით და რთულ თამაშს ველოდებით.
ლეროი მილარი: იბერიამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბურთს თავდაჯერებით აკონტროლებდნენ. იმ პრობლემების ფონზე, რომელიც თამაშამდე შეექმნათ, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ ბევრი მოვა, რადგან ასეთ პირობებში თამაში ჩვენთვისაც დამატებითი მოტივაციაა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ