ხვალ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში იბერია 1999 ჩრდ. ირლანდიურ ლარნეს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე იბერიას მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
პირველ თამაშში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. პრობლემებმა ამაში დიდი როლი ითამაშეს - მგზავრობა, ვიზა, გადაჯდომები და ა.შ. ასევე მოედნის ხარისხიც... მადლობა ბიჭებს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით თავი არ დაზოგეს და ასე თუ ისე, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ეს პრობლემები არავის არ აინტერესებს, რადგან მთავარი შედეგია. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ მატჩში ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. რა თქმა უნდა, ეს თამაში როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ ისტორია დავწეროთ. მართალია, ბოლოს ცუდი თამაში გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაანალიზეთ. ვფიქრობ, ხვალ საერთოდ განსხვავებულ იბერიას ვიხილავთ. იმ შეცდომებსაც გამოვასწორებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
ნამდვილად, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რასაც თან დიდი წნეხიც ახლავს. ყველა ფეხბურთელმა კარგად იცის ამ თამაშის მნიშვნელობის შესახებ. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადებაც და ამაზეც გავაკეთეთ აქცენტი. ვეცადეთ, მინიმუმამდე დაგვეყვანა ეს ფაქტორები. პენალტების ფაქტორსაც ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, არავის სურს თამაშის აქამდე მიყვანა და გვინდა, რომ ყველაფერი ძირითად დროში გადავწყვიტოთ, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
ყველაფრისთვის მზად ვიქნებით. მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია. კარგად თამაშობენ სტანდარტულებზე, მეორე სართულზე. ტიპური ბრიტანული გუნდია. პირველ თამაშში ველოდით, რომ ასე გვეთამაშებოდნენ. თუმცა, იმ თამაშში ბევრი შეცდომა გვქონდა და ეს შეცდომები ხვალ უნდა გამოვასწოროთ. აღდგენით პროცესს დიდი დრო დავუთმეთ - როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს. დიდი ხანი მოგვიწია მგზავრობა ორივე მიმართულებით. ფეხბურთელები კარგად დავასვენეთ და ხვალისთვის 100%-ით მზად ვართ.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ