თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში ლუკა გუგეშაშვილის „გიოზთეფე“ „გაზიანთეფს“ შეხვდა. ქართველი მეკარის გუნდი მასპინძლის სტატუსით თამაშობდა და საშინაო კედლებში 2:4 დამარცხდა. გუგეშაშვილს მძიმე მატჩი ჰქონდა. ლუკამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა, შესვენებაზე კი მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.
მეოთხე გოლის შემდეგ „გიოზთეფეს“ გულშემატკივრები ქართველ მეკარეს უსტვენდნენ, რაზეც მან რეაგირება მოახდინა, მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კი დაწერა, რომ რაც „გიოზთეფეს“ ზოგიერთმა ქომაგმა გააკეთა, გულშემატკივრობა არ ყოფილა. თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენციაზე გუგეშაშვილზე ისაუბრა.
ბულგარელმა სპეციალისტმა ახსნა, ლუკა შესვენებაზე რატომ შეცვალა: „როგორც მწვრთნელმა, ცვლილების განხორციელების გადაწყვეტილება მივიღე. ვხედავდი მის მიმართ რეაქციას, გულშემატკივრების რეაქციას. ჩავთვალე, რომ ეს უარყოფითად მოქმედებდა როგორც მასზე, ისე გუნდზე, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ