გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და „ფროზინონეს“ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური პრესა აალაპარაკა.
ავტორიტეტულმა გაზეთმა, La Gazzetta dello Sport-მა კვერნაძეს სტატია მიუძღვნა და მას „ფროზინონეს“ მამოძრავებელი ძალა უწოდა.
„ხშირად მეუბნებიან, რომ პატარა კვარაცხელიას ვგავარ. ეს შედარება ღიმილს მგვრის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მაბედნიერებს. თუმცა იმ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რომ ყოველთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთო“, — აცხადებს გიორგი კვერნაძე და ვინ იცის, იქნებ მისი ეს ჯადოსნური პერიოდი სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავთან შედარების შედეგიცაა.
კვერნაძე და კვარაცხელია მეგობრობენ და „ვენეციასთან“ გოლის შემდეგ, ხვიჩამ მას პოსტიც მიუძღვნა. კვერნაძე, „კვარას“ მსგავსად, მარცხენა გარემარბია. ის „ფროზინონეს“ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მზადაა, კვირას, საშინაო კედლებში, სესკ ფაბრეგასის შთამბეჭდავ „კომოს“ დაუპირისპირდეს. გიორგი მასიმილიანო ალვინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფეხბურთელია. ქართველი შემტევი სწორედ ალვინის ხელში აფეთქდა და გასულ სეზონში 35 შეხვედრაში 5 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
კვერნაძემ განსაკუთრებით ტაქტიკური დისციპლინისა და მისი პრაქტიკაში გადატანის კუთხით მოუმატა. ალვინისთვის ის საკვანძო ფეხბურთელია, რომელსაც გაქცევა, პრესინგი, გუნდისთვის თამაში, საგოლე გადაცემების გაკეთება და მნიშვნელოვანი გოლების გატანა შეუძლია“, — წერს იტალიური გამოცემა. ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძეს 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. გასულ ტურში, „ჯენოას“ წინააღმდეგ, ქართველი გარემარბი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ