ვინ არის რამაზ სვანაძე - ნაკრების ახალი მწვრთნელის მიღწევები ვინ არის რამაზ სვანაძე - ნაკრების ახალი მწვრთნელის მიღწევები » Footballnews ვინ არის რამაზ სვანაძე - ნაკრების ახალი მწვრთნელის მიღწევები
გათიშვა

ვინ არის რამაზ სვანაძე - ნაკრების ახალი მწვრთნელის მიღწევები

ვინ არის რამაზ სვანაძე - ნაკრების ახალი მწვრთნელის მიღწევები
1 საათის და 32 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტზე ფრანგ სპე­ცი­ა­ლისტს, ვილი სა­ნი­ო­ლის რა­მაზ სვა­ნა­ძე შეც­ვლის. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფე­დე­რა­ცი­ამ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც "ერთა ლი­გის" გა­თა­მა­შე­ბის პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში ჩვე­ნი გუნ­დი ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ას­თან ან­გა­რი­შით 0-1 და­მარ­ცხდა.

ასე რომ უკვე 28 სექ­ტემ­ბერს, უკ­რა­ი­ნას­თან მატჩში ნაკ­რებს მო­ე­დან­ზე ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გა­იყ­ვანს.

რა­მაზ სვა­ნა­ძე დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს 21-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ახალ­გაზ­რდულ გუნდთან ერ­თად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ორ­ჯერ იას­პა­რე­ზა.სა­ქარ­თვე­ლოს 21-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ბოლო სამ შეხ­ვედ­რა­ში სვა­ნა­ძეს მისი ასის­ტენ­ტი გი­ორ­გი ადა­მია შეც­ვლის.

ვინ არის რა­მაზ სვა­ნა­ძე?

რა­მაზ სვა­ნა­ძე ეროვ­ნუ­ლი გუნ­დე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში, 2018 წლი­დან მუ­შა­ობს, ჯერ 18-წლამ­დე, შემ­დეგ კი 19-წლამ­დე ასა­კობ­რივ გუნ­დებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში, 19-წლამ­დე­ლებ­მა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო რა­უნ­დის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით, პირ­ვე­ლი ად­გი­ლით დაძ­ლი­ეს, ხოლო 2020 წელს გა­სა­მარ­თი ელიტ რა­უნ­დი პან­დე­მი­ის გამო აღარ ჩა­ტარ­და.

სვა­ნა­ძე 1981 წლის 2 მარტს და­ი­ბა­და.


სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა:


07/1998 – 12/2000 თსუ


01/2001 – 06/2002 დი­ნა­მო, თბი­ლი­სი


07/2002 – 12/2002 სი­ო­ნი, ბოლ­ნი­სი


01/2003 – 12/2003 კოლ­ხე­თი-1913, ფოთი


01/2004 – 06/2004 ლო­კო­მო­ტი­ვი, თბი­ლი­სი


01/2007 – 12/2007 გა­ლი­ვა­რი, შვე­დე­თი


ის არის 1981 წლის ოქ­როს თა­ო­ბის თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ მცვე­ლის, ზაურ სვა­ნა­ძის ძმის­შვი­ლი, ხოლო მა­მა­მი­სი, მა­მუ­კა სვა­ნა­ძე ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ მო­თა­მა­შე იყო - შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის ცნო­ბი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ოჯა­ხი­და­ნაა.

გირჩევთ