ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ-ს უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
„რთული სათქმელია, რადგან მატჩში ძალიან განსხვავებული მომენტები იყო. პირველმა ტაიმმა აჩვენა ის, რისი გაკეთებაც, როგორც გუნდს, გვსურს. მეტოქეს აშკარად ვჯობდით. ტაიმის 3:0 მოგების შემდეგ გგონია, რომ მატჩი მოგებულია, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. მათ მეტი გოლის გატანა დაიმსახურეს. ჩვენ ამ მატჩის წაგებაც შეგვეძლო“.
როდესაც ენრიკეს „ბარსელონასთან“ მომავალ მატჩზე ჰკითხეს, პარიზელთა მწვრთნელი ეიფორიას არ აჰყვა:
„როგორც უკვე ვთქვი, მთავარი ის კი არ არის, ახლა იყო საუკეთესო გუნდი, არამედ სეზონის ბოლოს“. ენრიკემ „მანჩესტერ სიტის“ ირგვლივ არსებულ სკანდალზე ისაუბრა. სატრანსფერო დარღვევები და ფინანსური ფეარ პლეის პრობლემა, რისთვისაც შესაძლოა „ქალაქელებს“ ტიტულები ჩამოართვან და დააქვეითონ. „დიდი კლუბების ირგვლივ ბევრი ხმაურია. უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებ, რომ „მანჩესტერ სიტისთვის“ ყველაფერი კარგად დასრულდება, რადგან ყველაფერი, რაც მათ მოედანზე გააკეთეს, დაუჯერებელი იყო. ყველა ტიტული, რომელიც მათ მოიგეს, დამსახურებულია. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს სიურპრიზია, მაგრამ პროცესს პატივი უნდა ვცეთ და შესაბამისი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ. თუ მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბრებ, იმის მიხედვით, რაც მოედანზე ვნახე, ვფიქრობ, მათ თავისი ტიტულები დაიმსახურეს. მომეწონა ის, რაც მათ მოედანზე შემოგვთავაზეს“. - განაცხადა ლუის ენრიკემ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მე-3 ტურის შეხვედრას პსჟ მომდევნო სამშაბათს, საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ