ოფიციალურად ცნობილია, სად და როდის გაიკეთებს კვარა ოპერაციასა ოფიციალურად ცნობილია, სად და როდის გაიკეთებს კვარა ოპერაციასა » Footballnews ოფიციალურად ცნობილია, სად და როდის გაიკეთებს კვარა ოპერაციასა
გათიშვა

ოფიციალურად ცნობილია, სად და როდის გაიკეთებს კვარა ოპერაციასა

ოფიციალურად ცნობილია, სად და როდის გაიკეთებს კვარა ოპერაციასა
1 საათის და 19 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კვირის დასაწყისში ოპერაციას ჩაუტარებენ. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ქირურგიულ ჩარევას ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ცნობილ სპორტულ სამედიცინო კლინიკა Aspetar-ში გაივლის.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მძიმე ტრავმა 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც პარიზელებმა 4:2 მოიგეს. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი.

არსებული პროგნოზით, კვარაცხელიას რეაბილიტაციისთვის სულ მცირე ექვსი თვე დასჭირდება და დიდი ალბათობით, 2026/27 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს სრულად გამოტოვებს.

„პარი სენ-ჟერმენს“ ქართველი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების კონკრეტული ვადები ჯერჯერობით არ დაუსახელებია. საბოლოო პროგნოზი ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.

გირჩევთ