ჟურნალისტთა ხმები გასაჯაროვდა - ვინ შეიყვანა კვარა ოქროს ბურთის სამეულში ჟურნალისტთა ხმები გასაჯაროვდა - ვინ შეიყვანა კვარა ოქროს ბურთის სამეულში » Footballnews ჟურნალისტთა ხმები გასაჯაროვდა - ვინ შეიყვანა კვარა ოქროს ბურთის სამეულში
გათიშვა

ჟურნალისტთა ხმები გასაჯაროვდა - ვინ შეიყვანა კვარა ოქროს ბურთის სამეულში

ჟურნალისტთა ხმები გასაჯაროვდა - ვინ შეიყვანა კვარა ოქროს ბურთის სამეულში
52 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შემდეგ ცნობილი გახდა რამდენიმე ჟურნალისტის არჩევანი. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო სამეულში ოთხი ქვეყნის წარმომადგენელმა შეიყვანა.

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევს ხმა რუმინეთის, მონტენეგროს, იტალიისა და კოსოვოს წარმომადგენლებმა მისცეს. მათგან ყველაზე მაღალი შეფასება მონტენეგროელმა ჟურნალისტმა დააფიქსირა, რომელმაც კვარაცხელია მეორე ადგილზე დააყენა.

ჟურნალისტების მიერ შერჩეული სამეულები ასე გამოიყურება:

მონტენეგრო:

  1. ჰარი კეინი

  2. ხვიჩა კვარაცხელია

  3. ლიონელ მესი

რუმინეთი:

  1. კილიან მბაპე

  2. ჰარი კეინი

  3. ხვიჩა კვარაცხელია

იტალია:

  1. კილიან მბაპე

  2. როდრი

  3. ხვიჩა კვარაცხელია

კოსოვო:

  1. ჰარი კეინი

  2. კილიან მბაპე

  3. ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს რუსეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებმაც, რომლებმაც ქართველ ფეხბურთელს მეხუთე ადგილი მიანიჭეს. ვიეტნამელმა ჟურნალისტმა ის მეექვსე პოზიციაზე დააყენა, ავსტრალიელმა – მეშვიდეზე, ხოლო ჩეხეთის წარმომადგენელმა – მეცხრეზე.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მა ჟურნალისტმა მიიღო. გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა, მეორე ადგილზე კილიან მბაპე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ლამინ იამალმა დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელიამ საბოლოო რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გირჩევთ