"არ ვიცი, ხვიჩას არ ყოფნას პარიზში როგორ გავუძლებთ..." - რას წერენ პარიზელები კვარაცხელიაზე "არ ვიცი, ხვიჩას არ ყოფნას პარიზში როგორ გავუძლებთ..." - რას წერენ პარიზელები კვარაცხელიაზე » Footballnews "არ ვიცი, ხვიჩას არ ყოფნას პარიზში როგორ გავუძლებთ..." - რას წერენ პარიზელები კვარაცხელიაზე
გათიშვა

"არ ვიცი, ხვიჩას არ ყოფნას პარიზში როგორ გავუძლებთ..." - რას წერენ პარიზელები კვარაცხელიაზე

"არ ვიცი, ხვიჩას არ ყოფნას პარიზში როგორ გავუძლებთ..." - რას წერენ პარიზელები კვარაცხელიაზე
22 საათის და 7 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-8 ტურში "პარის სენ-ჟერმენისა" და "ნიუკასლის" მატჩი შედგა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო მოედანი იძულებით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს დაზიანება ენტონი ელანგამ მიაყენა, რომელსაც პარიზელი ქომაგები სოციალურ ქსელებში საჯაროდ გაუწყრნენ:

"ელანგამ გუნდის ლიდერი დაგვიტრავმა, არ ვიცი, ხვიჩას არ ყოფნას პარიზში როგორ გავუძლებთ.

"არ შეიძლება ისეთ სახიდათო ვარდნაზე წასვლა, როგორიც მან გააკეთა. კვარას ტრავმა ახლა ნამდვილად არ გვჭირდებოდა.

"ელანგას ამ ქმედებაზე მხოლოდ ყვითელი ბარათი? ხვიჩა ისე დაამტვრია, რომ თამაშის გაგრძელებაც ვეღარ მოახერხა. უნდა დაფიქრდე, როცა ამას აკეთებ.

"პირველი ტაიმი რომ არ ყოფილიყო, ელანგას აუცილებლად გააგდებნენ. ასეთი ქმედება არ შეიძლება", - წერენ პარიზელები.


FACEBOOK კომენტარები