ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა » Footballnews ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა
გათიშვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა
3 საათის და 11 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეიოფის ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა.

აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფების დაწყებამდე Opta-მ ტურნირის ფავორიტების რეიტინგი გამოაქვეყნა. 

ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალის სუპერკომპიუტერის მიხედვით, ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი „არსენალს“ აქვს — 29.8%.

მეორე ადგილზე „ბაიერნი“ იმყოფება — Opta „რეკორდმაისტერის“ ტრიუმფის ალბათობას 14.9 პროცენტად აფასებს. მესამე პოზიციას „მანჩესტერ სიტი“ იკავებს (10.5%).

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პლეი-აუტში თამაშობს და Opta-ს მიხედვით, 89%-იანი ალბათობა აქვს, რომ მერვედფინალში გავა. მეოთხედფინალში გასვლის შანსი 43.1-ია, ნახევარფინალში — 25.1%-ია, ხოლო ფინალში — 10.9%.

პლეიოფში ასევე გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგიც“ გავიდა. „ლომების“ მეოთხედფინალში გასვლის ალბათობა 48.5%-ია, ნახევარფინალში — 14.9%, ფინალში — 6.2%, ხოლო ჩემპიონობის შანსი — 2.3%.

FACEBOOK კომენტარები