"მათგან საყვედური არ მაქვს" - ჟოზე მოურინიოს განცხადება "რაელზე" "მათგან საყვედური არ მაქვს" - ჟოზე მოურინიოს განცხადება "რაელზე" » Footballnews "მათგან საყვედური არ მაქვს" - ჟოზე მოურინიოს განცხადება "რაელზე"
გათიშვა

"მათგან საყვედური არ მაქვს" - ჟოზე მოურინიოს განცხადება "რაელზე"

"მათგან საყვედური არ მაქვს" - ჟოზე მოურინიოს განცხადება "რაელზე"
3 საათის და 14 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფილანში ლისაბონის "ბენფიკა" მადრიდის "რეალს" შეხვდება.

მატჩის წინ პორტუგალიელთა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ მედიასთან ისაუბრა. 

„რეალში გარკვეულ საკითხებში წარმატებას მივაღწიე, ზოგში კი ვერა, მაგრამ ნამდვილად ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.”

“რეალის გულშემატკივრები დღესაც პატივს მცემენ და ამას ვაფასებ.”

„მათთან ისტორია მაკავშირებს, მაგრამ მსურს ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვთიშო. მინდა, რომ მადრიდმა მოიგოს ლა ლიგა  და მსურს არბელოა მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს მათ მწვრთნელად. ის ნამდვილი მადრიდისტაა. მეც ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები.“

„მე ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მწვრთნელთაგანი ვარ, ვინც რეალიდან გაშვების გარეშე წავიდა. მათგან საყვედური არ მაქვს.”

"წასვლის დღეს პრეზიდენტმა მითხრა: შენ რთული საქმე გააკეთე, ახლა მოდის მარტივი. შემდეგ კი ყველა ჩემპიონთა ლიგის ტიტული ბედნიერებას მანიჭებდა", - თქვა ჟოზემ.


FACEBOOK კომენტარები