ოფიციალურად - პსჟ-სთან ბაიერნს პირველ მატჩში კომპანი ვერ უხელმძღვანელებს ოფიციალურად - პსჟ-სთან ბაიერნს პირველ მატჩში კომპანი ვერ უხელმძღვანელებს » Footballnews ოფიციალურად - პსჟ-სთან ბაიერნს პირველ მატჩში კომპანი ვერ უხელმძღვანელებს
გათიშვა

ოფიციალურად - პსჟ-სთან ბაიერნს პირველ მატჩში კომპანი ვერ უხელმძღვანელებს

ოფიციალურად - პსჟ-სთან ბაიერნს პირველ მატჩში კომპანი ვერ უხელმძღვანელებს
1 საათის და 44 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

უახლესი ინფორმაციით, ვინსენ კომპანი დისკვალიფიცირებული იქნება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს. 

წყაროს ცნობით, დისკვალიფიკაცია წინა მატჩში მიღებულ სანქციას უკავშირდება, რის გამოც ბელგიელი სპეციალისტი ნახევარფინალის პირველ დაპირისპირებაში გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ვერ უხელმძღვანელებს.

ეს ფაქტი შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ბაიერნისთვის, რადგან ასეთ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის უშუალო მონაწილეობა თამაშის მართვაში დიდ როლს ასრულებს.

ცნობისთვის, პირველი ნახევარფინალური მატჩები 28 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი 6 მაისს.


FACEBOOK კომენტარები