"პსჟ" დიდ დახმარებას მიიღებს! - რა ხერხს მიმართეს პარიზელებმა "ბაიერნთან" მატჩამდე "პსჟ" დიდ დახმარებას მიიღებს! - რა ხერხს მიმართეს პარიზელებმა "ბაიერნთან" მატჩამდე » Footballnews "პსჟ" დიდ დახმარებას მიიღებს! - რა ხერხს მიმართეს პარიზელებმა "ბაიერნთან" მატჩამდე
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

"პსჟ" დიდ დახმარებას მიიღებს! - რა ხერხს მიმართეს პარიზელებმა "ბაიერნთან" მატჩამდე

"პსჟ" დიდ დახმარებას მიიღებს! - რა ხერხს მიმართეს პარიზელებმა "ბაიერნთან" მატჩამდე
4 საათის და 11 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოსაპოვებლად ფერარის ფორმულა 1-ის გუნდის ტექნოლოგიებს მიმართა.

მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნს უპირისპირდება. კლუბმა გადაწყვიტა ითანამშრომლოს მონაცემების, ძილისა და სტრესის ექსპერტებთან, რათა ფეხბურთელებსა და პერსონალს ფინალში გასვლის საუკეთესო შანსი ჰქონდეთ.

კლუბი გაერთიანდა კომპანია ვუპთან (WHOOP), რომელიც ფიტნეს ტექნოლოგიების ექსპერტია. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს გულისცემა, მისი ცვალებადობა, ძილის ხარისხი და სტრესის დონე. მიღებული მონაცემები გამოიყენება ვარჯიშის პროცესის, ძალების აღდგენისა და საერთო პერფომანსის გასაუმჯობესებლად როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე სამწვრთნელო შტაბისთვის. აღსანიშნავია, რომ ფერარიმ ეს კომპანია 2026 წლის სეზონისთვის დაიქირავა, რათა მრბოლელებს დაღლილობის მართვასა და სწრაფ ადაპტაციაში დაეხმაროს.

პსჟ-სთვის ეს თანამშრომლობა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ტრავმების რისკის შესამცირებლადაა მნიშნელოვანი.

კლუბის შემოსავლების დირექტორმა, რიჩარდ ჰიზელგრეივმა აღნიშნა, რომ ინოვაციები პსჟ-ს პროექტის ცენტრალური ნაწილია და ეს პარტნიორობა ათლეტებს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის უკეთ გაგებაში დაეხმარება. საინტერესოა, რომ ეს ტექნოლოგია კომერციული შეთანხმების ფარგლებში გულშემატკივრებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ იგივე მოწყობილობები, რასაც მათი საყვარელი ფეხბურთელები იყენებენ.


FACEBOOK კომენტარები