"იბერიასთან ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ" - იაია ტურე "იბერიასთან ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ" - იაია ტურე » Footballnews "იბერიასთან ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ" - იაია ტურე
გათიშვა

"იბერიასთან ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ" - იაია ტურე

"იბერიასთან ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ" - იაია ტურე
1 საათის და 35 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
უგულშემატკივრე სპართან ერთად

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება. 

ორმატჩიან დაპირისპირებას თბილისური შეხვედრა გახსნის, რომელიც 21 ივლისს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

ამ თამაშის წინ, "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა უკვე დავიწყეთ მათი შესწავლა. ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. საუკეთესო გუნდი გაიმარჯვებს. 

"100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, იმიტომ რომ გულშემატკივრებს ჩვენი იმედი აქვთ, და გვინდა, მათ ჩვენით იამაყონ.

"ყველაზე მთავარია, თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ. 

"ორმატჩიანი დაპირისპირებაა და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. მე ფრთხილი ფეხბურთი არ მიყვარს, მოედანზე სიამოვნება უნდა მიიღო, მეტოქეს პატივი სცე და ყოველთვის მოსაგებად ითამაშო", - თქვა ტურემ.

FACEBOOK კომენტარები