მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ბარსასთან მატჩის წინ მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ბარსასთან მატჩის წინ » Footballnews მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ბარსასთან მატჩის წინ
გათიშვა

მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ბარსასთან მატჩის წინ

მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ბარსასთან მატჩის წინ
1 საათის და 28 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარის სენ-ჟერმენს „სტრასბურგთან“ მატჩში ნუნუ მენდეშისა და მაგნეს აკლიუშის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. 

პარიზელებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს, თუმცა მენდეშმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა, აკლიუში კი მატჩის დასრულების შემდეგ კოჭლობდა.

მენდეშს ბარძაყის არეში დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა პირველადი ინფორმაციით, კლუბი მის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად არ ღელავს. 

აკლიუშის მდგომარეობა უფრო საყურადღებოა — მას მეტოქის უხეში ვარდნის შემდეგ მარცხენა კოჭის დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

პსჟ-ს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ელის. მატჩამდე რამდენიმე დღე რჩება და ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ორივე ფეხბურთელი მოედანზე გასვლას.


გირჩევთ