სიკვდილს გადაარჩინეს - როგორია იაგელონიის ფანის მდგომარეობა სიკვდილს გადაარჩინეს - როგორია იაგელონიის ფანის მდგომარეობა » Footballnews სიკვდილს გადაარჩინეს - როგორია იაგელონიის ფანის მდგომარეობა
გათიშვა

სიკვდილს გადაარჩინეს - როგორია იაგელონიის ფანის მდგომარეობა

სიკვდილს გადაარჩინეს - როგორია იაგელონიის ფანის მდგომარეობა
3 საათის და 12 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პოლონური გამოცემა Przeglad sportowy-ს ცნობით „იაგელონიის“ გულშემატკივარი, რომელიც თბილისში „იბერიასთან“ ევროპალიგის მატჩის შემდეგ ტრიბუნიდან გადავარდა, გონზე მოვიდა.

„თბილისში „იბერიისა“ და „იაგელონიის“ საპასუხო მატჩის შემდეგ პოლონური გუნდის გულშემატკივრები ევროპალიგის ჯგუფში გასვლას აღნიშნავდნენ, თუმცა მათი სიხარული გაფერმკრთალდა, როდესაც ერთ-ერთი გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადავარდა.

თვითმხილველების თქმით, მან ზურგი და თავი დაიზიანა. საბედნიეროდ, სასწრაფო დახმარების მანქანები ახლოს იყვნენ, დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება სწრაფად გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. ჟურნალისტმა კუბა სევერინმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და მოვლენებს აშუქებდა, კარგი ამბავი გაავრცელა – გულშემატკივარი გონზე მოვიდა.

„დაშავებული გულშემატკივარი გონზე მოვიდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მისთვის ჯერ კიდევ უნდა ვილოცოთ“, – წერს სევერინი.

ეს დრამატული მოვლენის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია“, – წერს პოლონური გამოცემა.

მომხდარიდან მეორე დღეს, „იაგელონიას“ ფან-კლუბმა Dzieci Białegostoku („ბელოსტოკის ბავშვები“) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაშავებული გულშემატკივარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ის კვლავ საქართველოშია და სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.

"თავდაპირველად მას სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მიიღო შინაგანი დაზიანებები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანდა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მას ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. 

"სხვადასხვა ნეიროქირურგთან და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდა, რომ ხერხემლის ოპერაცია საჭირო არ იქნება. ყოველდღიურად „რიბა“ სულ უფრო აქტიური ხდება. დღეს უკვე წამოჯდა კიდეც. ბიჭი მოუთმენლად ელის ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებას, რათა კვლავ შეძლოს გასვლით თამაშებზე გამგზავრება."

გირჩევთ