„ბარსელონას“ 17 წლის სუპერვარსკვლავი სამართლიანად ისვენებს მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში „ლა ლიგა“ და „კოპა დელ რეი“ მოიგო. თუმცა, მისი არდადეგები ესპანეთში ყურადღების ცენტრში მოექცა — Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელის სოციალური ქსელების აქტივობამ აჩვენა, რომ ის არდადეგებს 30 წლის ესპანელ ინფლუენსერ ფატი ვასკესთან ატარებდა. ორივემ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე ადგილას და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს არის გადაღებული.
რას ამბობს ვასკესი?
ფატი ვასკესმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ მოზარდთან შესაძლო რომანზე გავრცელებულმა ინფორმაციამ გულშემატკივართა კრიტიკა გამოიწვია.
„სასწუხაროა, როგორ შეუძლიათ ადამიანებს შიგნით იმდენი სიბნელე ატარონ, რომ სიკვდილი უსურვონ ვინმეს, ვინც საერთოდ არ იციან. სხვისი ნეგატიური ემოციები უფრო მეტს ამბობს მათზე, ვიდრე ჩემზე. მე ვირჩევ მიზნობრივ ცხოვრებას, განვითარებას და ნათელ გარშემოცვას. ვინც ბოროტებას მისურვებს, იმათ განკურნებას ვუსურვებ, რადგან ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, სხვას არასოდეს დაუშავებს.“
ჭორები
იამალმა კატეგორიულად უარყო ფატი ვასკესთან რომანზე გავრცელებული ხმები, მიუხედავად იმისა, რომ მათი სოციალური მედიის აქტივობამ სხვადასხვა ჭორს მისცა ბიძგი. Sport-ის ცნობით, ჭორების ექსპერტმა ხავი დე ოიოსამ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მისგან მიიღო პასუხი, რომ ის „კატეგორიულად უარყოფს“ ყველანაირ ურთიერთობას და აცხადებს, რომ „არაფერი ხდება.“ დე ოიოსი ასევე ამატებს, რომ შესაძლოა ვასკესს რომანი სხვა ვინმესთან ჰქონდეს ბარსელონადან.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ