ელ კლასიკომ ალონსოსა და ვინისიუსს შორის დაძაბულობა გამოიწვია  ელ კლასიკომ ალონსოსა და ვინისიუსს შორის დაძაბულობა გამოიწვია  » Footballnews ელ კლასიკომ ალონსოსა და ვინისიუსს შორის დაძაბულობა გამოიწვია 
გათიშვა

ელ კლასიკომ ალონსოსა და ვინისიუსს შორის დაძაბულობა გამოიწვია 

ელ კლასიკომ ალონსოსა და ვინისიუსს შორის დაძაბულობა გამოიწვია 
1 დღის და 12 საათის წინ
გიორგი არახამია

ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "რეალმა" ბერნაბეუზე "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა.

თუმცა გამარჯვებას დაძაბულობაც ახლდა — განსაკუთრებით ჩაბი ალონსოსა და ვინისიუს ჟუნიორს შორის.

72-ე წუთზე ალონსომ ვინისიუსი შეცვალა და მოედანზე როდრიგო შეუშვა, რასაც ბრაზილიელის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, ვინისიუსმა აშკარად გამოხატა უკმაყოფილება და პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა.

DAZN-ის ცნობით, ემოციური მომენტის დროს ფეხბურთელმა მწვრთნელს უხეში სიტყვებით მიმართა, თუმცა ალონსომ სიტუაციის განმუხტვა სცადა და მას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მატჩის შემდეგ ჩაბი ალონსომ თქვა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ვინისიუსთან პირად საუბარს გამართავს და საკითხს  მოაგვარებს.

მიუხედავად მცირე დაძაბულობისა, "სამეფო კლუბმა" გამარჯვებით ლა ლიგაში კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა — 27 ქულით "რეალი" ლა ლიგის სათავეშია და "ბარსელონას" უკვე 5 ქულით უსწრებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მომდევნო მატჩს მადრიდელები 2 ნოემბერს "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

FACEBOOK კომენტარები