გათიშვა

ფაბრიციო რომანო: კოლო მუანი ზამთარში "პსჟ-ს" დატოვებს"

ფაბრიციო რომანო: კოლო მუანი ზამთარში "პსჟ-ს" დატოვებს"
5 დღის და 13 საათის წინ
მათე ტყეშელაშვილი

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვრის სტრანსფერო ფანჯარაზე რანდალ კოლო მუანი "პსჟ-ს" აუცილებლად დატოვებს.

ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ პარიზელების მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ლუის ენრიკე, 26 წლის შემტევს ნაკლებად ენდობა, რაც მის შემცირებულ სათამაშო დროშიც გამოიხატება.

როგორც იტალიელი ჟრნალისტი წერს, "პსჟ" მზადააკოლო მუანის აგენტთან დისკუსია გამართოს კლუბის დატოვება ფეხბურთელის პირობებით განიხილოს. აგრეთვე ცნობილია, რომ გუნდი იმავეს გეგმავს მილან შკრინიართან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, რომ ფრანგის კარიერა ლიგა 1-ის ჩემპიონთა რიგებში 2023 წელს დაიწყო. რანდალმა დედაქალაქელთა მაისურით ჯამში 54 მატჩი ჩაატარა და 11 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ