გათიშვა

"უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ" - ოდეგორი "ფულემთან" ფრეზე

"უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ" - ოდეგორი "ფულემთან" ფრეზე
3 კვირის წინ
ირაკლი ხასაია

ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგაში ქულები მორიგჯერ დაკარგა. "მეთოფეები" თანაქალაქელ "ფულემს" ესტუმრნენ და ფრე 1:1 ითამაშეს. რაულ ხიმენესმა მასპინძლები მე-11 წუთზე გაიყვანა წინ, საპასუხო გოლი კი ვილიამ სალიბამ 52-ე წუთზე შეაგდო.

მატჩის ბოლოს ბუკაიო საკამ თავური დარტყმით თითქოს გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო. VAR-მა საგოლე პასის ავტორის, გაბრიელ მარტინელის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა დაადგინა, რამაც ამ გოლის გაუქმება გამოიწვია.

"ქრეივ ქოთეჯზე" გამართული დაპირისპირება "არსენალის" ნორვეგიელმა კაპიტანმა, მარტინ ოდეგორმა შეაფასა.

"მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით. გარდა გოლისა, მათ არაფერი შეუქმნიათ. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა. განსაკუთრებით ეს ბოლო ეპიზოდზე ითქმის, როცა გოლი გაგვიუქმდა. 

ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ და საჯარიმოში შესვლას მეტად ვეცადოთ. მეტოქის საჯარიმოდან ბევრი შანსი არ შეგვიქმნია, თუმცაღა მაინც მგონია, რომ ეს მატჩი უნდა მოგვეგო.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გამარჯვება გვინდოდა. მიუხედავად ამისა, უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი მომდევნო შეხვედრაზე. კალენდარი ძალიან მჭიდროა," - თქვა ოდეგორმა.

"არსენალი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მერსესაიდელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

არტეტას გუნდს მომდევნო ჯახი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ელოდება. 11 დეკემბერს "ემირეიტსი" "მონაკოს" უმასპინძლებს.

FACEBOOK კომენტარები