ოლე გუნარ სულშერი "ვულვზის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია ოლე გუნარ სულშერი "ვულვზის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია » Footballnews ოლე გუნარ სულშერი "ვულვზის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
გათიშვა

ოლე გუნარ სულშერი "ვულვზის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

ოლე გუნარ სულშერი "ვულვზის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
3 თვის და 2 კვირის წინ
მათე ტყეშელაშვილი

პრემიერ ლიგის მატჩში, "იპსვიჩ თაუნთან" ანგარიშით 1:2 დამარცხების შემდეგ, "ვულვზმა" 2023 წლის აგვისტოში დანიშნული მთავარი მწვრთნელი, გარი ო'ნილის, თანამდებობიდან დაითხოვა.

ინგლისელი სპეციალისტის გუნდმა ლიგის ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ ორი მოგება მოახერხა. ვულვერჰემპტონის კლუბი, ამ მომენტისთვის 9 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე აგილს იკავებენ და ჩემპიონშიპში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.

ო'ნილის წასვლის შემდეგ, "ვულვზის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად ინგლისური მედია და ბუკმეიკერები "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ თავკაცს, ოლე გუნარ სულშერს ასახელებს.

ცნობისთის, 2021 წლის ნოემბერში „ოლდ ტრაფორდის“ დატოვების შემდეგ, 51 წლის ნორვეგიელი სპეციალისტი უეფას ტექნიკური დირექტორის როლში განაგრძობს საქმიანობას.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ