The Telegraph-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრო ლიგის კლუბები მარკუს რაშფორდის დამატებით დაინტერესდნენ მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის ტრანსფერზე დააყენა.
როგორც ირკვევა, 27 წლის ფეხბურთელი არაბული კლუბების ერთ-ერთი მთავარ სამიზნეთა სიაშია კევინ დე ბრუინთან და მოჰამედ სალაჰთან ერთად.
საქმე ისაა, რომ დანარჩენი ორი მოთამაშისგან განსხვავებით, რაშფორდს კლუბთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში არ ეწურება, ამიტომ, საუდის კლუბებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმება მოუწევთ.
ივარაუდება, რომ ოფიციალურ შეთავაზებას "წითელი ეშმაკები" ზაფხულში მიიღებენ და არა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. თავის მხრივ, რაშფორდი უკვე საჯაროდ საუბრობს ახალი გამოწვევისთვის მზადყოფნის შესახებ.
გავრცელებული ცნობებით, ინგლისელი თავდამსხმელის სურვილია კარიერა ევროპულ კლუბში გააგრძელოს, თუმცა, სეზონის დასრულებისთვის შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს.