არტეტა ეზეს ჰეთ-თრიქზე: „მოტივაცია ყველაფერზე მეტია“ არტეტა ეზეს ჰეთ-თრიქზე: „მოტივაცია ყველაფერზე მეტია“ » Footballnews არტეტა ეზეს ჰეთ-თრიქზე: „მოტივაცია ყველაფერზე მეტია“
გათიშვა

არტეტა ეზეს ჰეთ-თრიქზე: „მოტივაცია ყველაფერზე მეტია“

არტეტა ეზეს ჰეთ-თრიქზე: „მოტივაცია ყველაფერზე მეტია“
1 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი არახამია

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, სახლში ,,არსენალმა" ,,ტოტენჰემი" 4 :1 დაამარცხა და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ჰეთ - თრიქი ებერეჩიე ეზემ შეასრულა.

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მატჩის შემდეგ გუნდის შემტევ ეზეზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნების შემდეგ მას ორი დღე თავისუფალი ჰქონდა, მაგრამ ერთი დღეც არ გასულა, რომ ვარჯიშისთვის მზად არ ყოფილიყო. მას სურდა განვითარება და უკეთესი თამაში."

„როდესაც მოთამაშეს ასეთი ტალანტი აქვს და სურვილიც ამ დონეზეა, ასეთი შესანიშნავი გამოსვლები ბუნებრივია.“ – განაცხადა მიკელ არტეტამ.

შეგახსენებთ, მეთოფეებმა ამ გამარჯვებით პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს.

არტეტას გუნდს მიმდინარე სეზონში 12 ტურის შემდეგ 24 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 5 გოლი გაშვებული.

ხოლო ისინი პრემიერ ლიგის ლიდერები 29 ქულით არიან და მეორე ადგილოსან ,,ჩელსის" 6 ქულით უსწრებენ.

FACEBOOK კომენტარები