როგორც მოგეხსენებათ, 22 ნოემბერს ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში თავისთვის მეორე ბრძოლა მოიგო.
ამ დაპირისპირების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"თავს დიდებულად ვგრძნობ. არ ვიცი როგორი ბრძოლა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს გავიმარჯვე. დიდი მადლობა ჩემს გუნდს. ბედნიერი ვარ, რომ ახლა გამარჯვებული თქვენს წინაშე ვდგავარ. ბოლო პერიოდში გამუდმებით მეკითხებოდნენ ჩემს საბრძოლო გეგმაზე. გალიაში წინასწარ არასდროს არაფერს ვგეგმავ. გონებაში ყოველთვის წარმოვიდგენ საუკეთესო და ყველაზე ცუდ სცენარს
"MMA ძალიან რთული სპორტია. ბრძოლა გამარჯვებით დავასრულე. მადლიერი და ბედნიერი ვარ. როცა ბრძოლა დაიწყო თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. ვხედავდი უამრავ სივრცეს, რომელშიც მოძრაობა შემეძლო. თანდათან ყველაფერი გავაუმჯობესე. მომთმენი ვიყავი და ამან გაამართლა.
"არ არის საიდუმლო, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და მე ძალიან ძლიერი გუნდი მყავს. მე ბევრს ვშრომობ და ამ ყველაფერმა ერთად ეს შედეგი მოიტანა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს ამბიციები. ეს ამბიციები პოპულარობა არ არის. მსურს რთულ სიტუაციებში ისეთი გრძნობა დამეუფლოს, როგორიც დღეს დამეუფლა.
"ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ ძალა მომცეს. მესმის, რომ ფიზიკურად ძლიერი ვერ გაიღვიძებ. ცხოვრებაში რთული მომენტები არსებობს. დღეს ყაზახ მოწინააღმდეგესთან რთული 15 წუთი მქონდა. ამ ყველაფერმა მე უფრო ძლიერი გამხადა. ალმახანს დღეს არ წაუგია, ეს იყო უბრალოდ ერთი ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ის ბევრს მიაღწევს.
"უნდა დაიჯერო, რომ ყველაფერი შეგიძლია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა გყავდეს ადამიანები, რომლებსაც შენი სჯერათ. ოცნებებს უნდა გავყვეთ, დიდი გამოცდილება მივიღე. მინდა ზუსტად ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, როგორითაც დღეს ვცხოვრობ. ზოგადად თქვენს წინ საუბარი ადვილია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი რთულია და ბევრი მუშაობაა საჭირო", - თქვა თოფურიამ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
