FIFA პენალტის წესის შეცვლას ამზადებს - რა იგეგმება მომავალში FIFA პენალტის წესის შეცვლას ამზადებს - რა იგეგმება მომავალში » Footballnews FIFA პენალტის წესის შეცვლას ამზადებს - რა იგეგმება მომავალში
გათიშვა

FIFA პენალტის წესის შეცვლას ამზადებს - რა იგეგმება მომავალში

FIFA პენალტის წესის შეცვლას ამზადებს - რა იგეგმება მომავალში
8 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი არახამია

გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ ფიფა გეგმავს მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს პენალტის შესრულების წესებში — კერძოდ, იგეგმება პენალტის დამატების აკრძალვა იმ შემთხვევაში, თუ მეკარე ბურთს მოიგერიებს.

ახალი ინიციატივის მიხედვით, თუ მეკარე პენალტს მოიგერიებს, ეპიზოდი დასრულებულად ჩაითვლება და თამაში კარიდან დარტყმით გაგრძელდება.

გაურკვეველი რჩება, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბურთი ძელს მოხვდება — ამაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს.

ცვლილების ამოქმედება 2026-27 წლების სეზონიდან იგეგმება, თუმცა ამისთვის საჭიროა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ოფიციალური თანხმობა.

ცნობილია, რომ იდეას მხარს უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი, პიერლუიჯი კოლინა უჭერს.

ეს სიახლე შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაქტიკურ ცვლილებად იქცეს ფეხბურთის თანამედროვე ეპოქაში.

FACEBOOK კომენტარები