საუდის არაბეთი „მფრინავი სტადიონის“ მშენებლობას იწყებს  საუდის არაბეთი „მფრინავი სტადიონის“ მშენებლობას იწყებს  » Footballnews საუდის არაბეთი „მფრინავი სტადიონის“ მშენებლობას იწყებს 
გათიშვა

საუდის არაბეთი „მფრინავი სტადიონის“ მშენებლობას იწყებს 

საუდის არაბეთი „მფრინავი სტადიონის“ მშენებლობას იწყებს 
5 დღის და 12 საათის წინ
გიორგი არახამია

საუდის არაბეთი მსოფლიოში უპრეცედენტო სპორტულ პროექტს გეგმავს — ქვეყანამ დაადასტურა, რომ მომდევნო წლებში აშენდება სტადიონი, რომელიც ცაში, 350 მეტრის სიმაღლეზე იქნება განთავსებული.

უნიკალური ნაგებობა, რომელსაც უკვე „ცის სტადიონს“ უწოდებენ, გათვლილია 46 000 მაყურებელზე და მთლიანად იმუშავებს მზისა და ქარის ენერგიაზე.

პროექტის მშენებლობა დაიწყება 2027 წელს, ხოლო გახსნა დაგეგმილია 2032 წლისთვის, რაც ემთხვევა საუდის არაბეთის გეგმას — უმასპინძლოს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.

სტადიონი განთავსდება მასშტაბურ ურბანულ პროექტში The Line, რომლის სარკისებური კოშკები საოცარ ხედს შესთავაზებენ როგორც გულშემატკივრებს, ასევე ფეხბურთელებს.

საუდის არაბეთის მიზანია სპორტის, ტექნოლოგიისა და ეკოლოგიური მდგრადობის შერწყმით შექმნას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტადიონი მსოფლიოს ისტორიაში.

FACEBOOK კომენტარები