გთავაზპბთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დადასტურებული ახალი წესებს:
- აუტის ჩამოწოდების წამზომი (ხუთი წამი): თუ მოთამაშე განზრახ აყოვნებს თამაშის განახლებას, აუტის ჩამოწოდების უფლება შეიძლება მეტოქე გუნდს გადაეცეს.
- კარიდან დარტყმის წამზომი (ხუთი წამი): ეს წესი ასევე ეხება დროის განზრახ გაყვანის მცდელობებს და დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, მეტოქის სასარგებლოდ კუთხური დაინიშნოს.
- დროში შეზღუდული შეცვლები (10 წამი): შეცვლილ მოთამაშეებს აქვთ 10 წამი, რათა მოედანი უახლოესი წერტილიდან დატოვონ. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, სათადარიგო მოთამაშეს მოედანზე შესვლის უფლება მინიმუმ ერთი წუთის განმავლობაში არ მიეცემა და გუნდს თამაშის გაგრძელება 10 ფეხბურთელით მოუწევს.
- სამედიცინო დახმარება მოედნის მიღმა (ერთი წუთი): მოთამაშეები, რომლებსაც ფიზიოთერაპევტი მკურნალობს, მოედნის მიღმა 60 წამის განმავლობაში უნდა დარჩნენ. არსებობს გამონაკლისებიც, მათ შორის: მეკარეების შემთხვევაში, სერიოზული ტრავმების დროს, ან თუ მეტოქე გუნდის მოთამაშე გააფრთხილეს (ყვითელი ბარათი) ან გააძევეს (წითელი ბარათი).
- მოთამაშეების მიერ პირზე ხელის აფარება: ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მეტოქესთან კონფლიქტურ/კონფრონტაციულ სიტუაციაში პირზე ხელს აიფარებს, შესაძლოა დაისაჯოს წითელი ბარათით.
- კუთხურების გადამოწმება: VAR-ს შეუძლია გადაამოწმოს, სწორად დაინიშნა თუ არა კუთხური, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და თამაშის განახლებამდე.
- მეორე ყვითელი ბარათის გადამოწმება: მოთამაშეებს, რომლებიც მოედნიდან ორი გაფრთხილების გამო გააძევეს, შეუძლიათ მოითხოვონ მეორე ყვითელი ბარათის გადამოწმება, თუმცა პოტენციური (ჯერ არმიცემული) მეორე ყვითელი ბარათების ეპიზოდები არ განიხილება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ