სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებასთან დაკავშირებით პრობლემა საქართველოსაც შეეხო.
სარბიელის ჟურნალისტს, კობა ინასარიძეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე აკრედიტირებული ჟურნალისტია, ამერიკის ვიზა არ მისცეს.
ბატონი კობა აკრედიტირებული ჟურნალისტი აქამდე როგორც ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც იყო და გაშუქებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.
რა თქმა უნდა, სავიზო დარღვევაზე საუბარი უხერხულია.
აი, თავად კობა ინასარიძის წერილი:
"პრობლემა, რომელსაც მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის არა ერთი ფეხბურთელი, ჟურნალისტი, მსაჯი თუ ოფიციალური პირი წააწყდა, მეც შემეხო. დაუჯერებლად მოჩანდა, რომ ფიფას მიერ აკრედიტირებულ ჟურნალისტს შეერთებული შტატების საკონსულო ვიზაზე უარს მეტყოდა!
მეტიც, გასაუბრებისას, როდესაც უკლებლივ ყველა მოთხოვნილ საბუთთან ერთად ფიფას აკრედიტაცია წარვადგინე, მკითხეს: ფიფას აკრედიტაცია რას ნიშნავსო?!
როგორც ჩანს, შეერთებული შტატების საკონსულომ არ იცის, რა ორგანიზაციაა ფიფა; არ იცის, რას ნიშნავს აკრედიტაცია და ეჭვი მაქვს, არც ის იცის, მათ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება! სხვა მეტ-ნაკლებას ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა მათ ქმედებას, უბრალოდ არ აქვს."
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ