მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, გუნდს საწვრთნელი ინვენტარის დიდი ნაწილი მოპარეს, რამაც მზადების პროცესში სერიოზული შეფერხება გამოიწვია.
გავრცელებული ცნობებით, დაკარგულ ნივთებს შორისაა ინგლისის ნაკრების ლიდერების — ჰარი კეინის და ჯუდ ბელინგემის სათამაშო ბუცები.
გარდა ამისა, გუნდმა თითქმის ყველა საწვრთნელი ბურთიც დაკარგა. არსებული ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ბურთი დარჩა, რაც ვარჯიშების ორგანიზებას მნიშვნელოვნად ართულებს.
ქურდობის შედეგად დაკარგულია ასევე ტაქტიკური დაფები და სამწვრთნელო შტაბის სხვა სამუშაო ინვენტარი, რომელიც მატჩებისთვის მომზადების პროცესში გამოიყენება.
ინფორმაციის თანახმად, საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცავები სხვადასხვა ვერსიას ამოწმებენ, ხოლო ეჭვმიტანილთა შორის ის მძღოლებიც ფიგურირებენ, რომლებიც ინგლისის ნაკრების აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.
მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, ინგლისის ნაკრები ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს და იმედოვნებს, რომ დაკარგული ინვენტარის ნაწილი უახლოეს პერიოდში ჩანაცვლდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ