მატჩის შემდეგ ბელინგემი ტუხელის სიტყვების გამო გაბრაზდა მატჩის შემდეგ ბელინგემი ტუხელის სიტყვების გამო გაბრაზდა » Footballnews მატჩის შემდეგ ბელინგემი ტუხელის სიტყვების გამო გაბრაზდა
გათიშვა

მატჩის შემდეგ ბელინგემი ტუხელის სიტყვების გამო გაბრაზდა

მატჩის შემდეგ ბელინგემი ტუხელის სიტყვების გამო გაბრაზდა
44 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
უგულშემატკივრე სპართან ერთად

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, მატჩის შემდეგ მთავარი განხილვის თემა არა მხოლოდ ჯუდ ბელინგემის დუბლი, არამედ მისი და მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის, განსხვავებული შეფასებები გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტუხელმა, მიუხედავად გამარჯვებისა, საკუთარი გუნდის თამაშით აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ინგლისმა საკუთარ თავს ზედმეტად გაურთულა ცხოვრება, ბევრი შეცდომა დაუშვა და, მისი აზრით, წარმატებაში იღბალმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 

მალევე ჟურნალისტებმა ტუხელის კომენტარები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს, ჯუდ ბელინგემს, გადასცეს. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჯერ მოკლედ უპასუხა: "კარგი... რაც არის, არის" შემდეგ კი მწვრთნელის შეფასებას ნაწილობრივ არ დაეთანხმა.

თამაშის შემდეგ ბელინგემმა აღნიშნა, რომ ასეთ მძიმე კლიმატურ პირობებში, ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ნორვეგიაა, გამარჯვების მოპოვება მარტივი არ ყოფილა. მისივე თქმით, ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და სწორედ ეს არის მთავარი, რის გამოც თანაგუნდელები მხოლოდ შექებას იმსახურებენ. 

საგულისხმოა, რომ მომხდარის შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ტუხელსა და ბელინგემს შორის კონფლიქტი იწყებოდა, თუმცა ინგლისის მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. 

ტუხელმა განაცხადა, რომ ჯუდი არ ცდებოდა, როდესაც გუნდის თავდადებაზე საუბრობდა, თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ ბრძოლისუნარიანობა საკმარისი არ არის და ინგლისმა თამაშის ხარისხიც აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ კრიტიკა შედეგს კი არა, მხოლოდ შესრულებულ ფეხბურთს ეხებოდა.


FACEBOOK კომენტარები