კითხვა, რომელმაც სკალონი აატირა - ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება კითხვა, რომელმაც სკალონი აატირა - ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება » Footballnews კითხვა, რომელმაც სკალონი აატირა - ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება
გათიშვა

კითხვა, რომელმაც სკალონი აატირა - ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება

კითხვა, რომელმაც სკალონი აატირა - ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება
12 საათის და 39 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფურია როხამ არგენტინა მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მეტოქის უპირატესობა აღიარა.

„დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ვიცი, რომ მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბევრი რამ მაქვს სათქმელი, თუ როგორ მოვედით აქამდე, მაგრამ აღარ ღირს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ბიჭებს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და ბოლომდე ბრძოლისთვის.

ესპანეთი უკეთესი იყო, ეს სიმართლეა. ვაფასებ, რაც მათ გააკეთეს, ჩემპიონობის მოსაპოვებლად.  ჩვენ შესანიშნავები ვართ გამარჯვების დროს, თუმცა, ვაჩვენეთ, რომ ღირსეულად წაგებაც შეგვიძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დავივიწყებთ, რაც ფინალში გასასვლელად გავაკეთეთ“.

ლიონელ სკალონის პრესკონფერენციის დროს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა არგენტინის ნაკრების ხელმძღვანელობას.

და როდესაც ის ცდილობდა აეხსნა, თუ რამდენად რთულია ასეთი გუნდის და ასეთი ფეხბურთელების კიდევ ერთხელ პოვნა, ემოციებმა სძლია. სკალონის ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება. პრესკონფერენციიდან გავიდა და ჟურნალისტებმა ტაშით გააცილეს.


FACEBOOK კომენტარები