The Athletic-ის ინფორმაციით, ევროპის საბჭოსთან დაკავშირებულმა დამოუკიდებელმა ორგანომ, კოპენჰაგენის ჯგუფმა, რომელიც სპორტში შესაძლო მატჩების გაყალბების შემთხვევებს იკვლევს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფსონებთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების შესახებ შვიდი გაფრთხილება გასცა.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემთხვევა იყო Polymarket-ზე განთავსებული 4.8 მილიონი დოლარის ფსონი, რომ ესპანეთი კაბო-ვერდეს ვერ დაამარცხებდა, რაც საბოლოოდ ჯგუფური ეტაპის მატჩში დაფიქსირებული 0:0-ის შემდეგ გამართლდა.
ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია ესპანეთისა და საუდის არაბეთის შეხვედრაზე, სადაც ფერან ტორესის გოლის გაუქმებას VAR-მა 3.5 წუთი მოანდომა.
დოკუმენტში განხილულია ფლორიან ბალოგუნის წითელი ბარათის ეპიზოდიც, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა. The Athletic-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული 15 გაძევებიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო ფსონების ბაზრები გახსნილი იმ სცენარზე, რომ დისკვალიფიკაცია შესაძლოა გაუქმებულიყო. ანგარიშში ასევე ნახსენებია თემბა ზვანეს გაძევება სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის გახსნით შეხვედრაში.
თავის მხრივ, FIFA ყველა ეჭვს უარყოფს. ორგანიზაციის Integrity Group-ის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის 104 მატჩიდან არცერთში საეჭვო აქტივობა არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე არცერთი ფეხბურთელის, მსაჯის ან ოფიციალური პირის წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდება წარდგენილი არ არის, ხოლო კოპენჰაგენის ჯგუფისა და FIFA-ს დასკვნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ