ჯანი ინფანტინომ არგენტინის ფედერაციას ღიად მიმართა ჯანი ინფანტინომ არგენტინის ფედერაციას ღიად მიმართა » Footballnews ჯანი ინფანტინომ არგენტინის ფედერაციას ღიად მიმართა
გათიშვა

ჯანი ინფანტინომ არგენტინის ფედერაციას ღიად მიმართა

ჯანი ინფანტინომ არგენტინის ფედერაციას ღიად მიმართა
3 საათის და 25 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

Daily Mail-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინოს წერილმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას გაუგზავნა, საჯაროდ გაჟონა.

ინფანტინომ წერილში არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა და აღნიშნა:

„მსურს კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა არგენტინული ფეხბურთისთვის ამ მნიშვნელოვანი შედეგის გამო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიას დაუვიწყარ საფეხბურთო დღესასწაულად შემორჩება, რომელსაც გამორჩეული მატჩები, ახალი ვარსკვლავების გამოჩენა, მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ფიგურები და გულშემატკივრებით სავსე სტადიონებზე შექმნილი შესანიშნავი ატმოსფერო ამშვენებდა.

„ალბისელესტეს“ ბრწყინვალე გამოსვლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ტურნირი მილიონობით გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული გამხდარიყო.

გთხოვთ, ჩემი გულწრფელი მილოცვა გადასცეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა — ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს, ასევე იმ მრავალ გულშემატკივარს, რომლებიც მთელი ტურნირის განმავლობაში გუნდს გვერდში ედგნენ.

ასეთი გამარჯვებები ყოველთვის მუდმივი შრომის, პროფესიონალიზმის, დეტალებზე ყურადღების, ასევე ვნებისა და ფეხბურთის სიყვარულის შედეგია. ეს ყველაფერი არგენტინულ ფეხბურთს ძალიან პერსპექტიულ მომავალს უწინასწარმეტყველებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალ ტურნირებზე და იმედი მაქვს, მალე კვლავ შევხვდებით. მეგობრული პატივისცემით, ჯანი ინფანტინო.“

წერილი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას იყო მიმართული.


FACEBOOK კომენტარები