"ბარსელონა" მილანის "ინტერის" თავდამსხმელს, მარკუს ტურამს საკმაოდ დიდი ხანია აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ტურამის გადაბირებით ძალიან დაინტერესებულნი არიან, თუმცა ბარიერს ფორვარდის ღირებულება ქმნის. "ნერაძური" ფრანგს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ აფასებს
27 წლის შემტევი მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" სამიზნეცაა.
ტურამით "ბარსა" ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში ინტერესდებოდა, როცა მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო შესაძლებელი.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში მარკუსმა 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.