2023/2024 წლების საფეხბურთო სეზონი კარგად ჯერ არც გახურებულა, თუმცა "ნაპოლის" ისეთი სტარტი აქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბევრმა ქომაგმა უკვე 2024 წლის ზაფხულზე დაიწყო ფიქრი, როცა ქართველ ვარსკვლავს ნეაპოლიდან წასვლის შანსი ექნება.
შემდგომ დიდ სატრანსფერო ფანჯრამდე ძალიან შორია, თუმცა ჩვენ მაინც შემოგთავაზებთ 5 გუნდს, რომელთა შორის ერთ-ერთში გადასვლაც ხვიჩასთვის საკმაოდ კარგი ვარიანტი იქნებოდა.
ლივერპული
კარგად გახსოვთ, რომ დიდ საფეხბურთო სცენაზე ხვიჩას პირველი გაბრწყინება სწორედ "ლივერპულის" წინააღმდეგ შედგა. ქართველი ვარსკვლავით მოხიბლული მაშინ "წითლების" თავკაცი, იურგენ კლოპიც ჩანდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მუჰამედ სალაჰი "ენფილდზე" თავის ბოლო სეზონს ატარებს, ტოპ კლასის გარემარბის დამატების საჭიროება მერსესაიდში აუცილებლად გაუჩნდებათ.
ბაიერნი
"ბაიერნში" ქართველის წასვლას გასულ ზაფხულსაც ვარაუდობდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი მაინც "ვალენსიაში" დარჩა. მომდევნო მცდელობა შეიძლება ხვიჩასთან დაკავშირებით იყოს, რომელსაც გახსნილი ფეხბურთის მქადაგებელ ბუნდესლიგაში თამაში შესანიშნავად უნდა გამოუვიდეს. მთავარ პრობლემას აქ აურელიო დე ლაურენტისი შექმნის - "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარას ასტრონომიულ თანხად შეაფასებს, ბავარიელები კი ასეთ თანხებს ფეხბურთელებში ძალიან იშვიათად იხდიან.
ნიუკასლი
ედი ჰაუს გუნდი ისე გამოიყურება, რომ "ჯორდებში" თამაშს უმაღლესი დონის ნებისმიერი შემტევი მოაწერდა ხელს - "კაჭკაჭებმა" ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში "პარი სენ ჟერმენი" ულამაზესი ფეხბურთით გაანადგურეს.
"ნიუკასლი" კვარაცხელიას ბრიტანულმა პრესამ უკვე რამდენჯერმე დაუკავშირა. ინგლისური კლუბის არაბ მფლობელებს "ნაპოლის" დაწესებული ფასი ხელს ნამდვილად არ შეუშლით, ამიტომ თუ ხვიჩამ პრემიერ ლიგაში გადაბარგება მოისურვა, ეს ვარიანტი შეიძლება ძალიან რეალური გახდეს.
მანჩესტერ სიტი
კიდევ ერთი გრანდი, რომელთან მიმართებაშიც 22 წლის ვარსკვლავის გვარი უკვე გაისმა. ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობა ყველა ახალგაზრდისთვის საოცნებო პერსპექტივა უნდა იყოს.
რეალი
ეს სია რომ ამ კლუბის გარეშე ვერ შედგებოდა, თავიდანვე ცხადი გახლდათ. ხვიჩა "სამეფო გუნდს" ბავშვობიდან გულშემატკივრობს და მისი ოცნება სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშია. ამის საშუალება კვარას ნოემბერში, "ნაპოლის" შემადგენლობაშიც მიეცემა. მადრიდში გატანილმა გოლმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეცვალოს...
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ