საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ესპანური ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის. ის იმ ხუთ მოთამაშეს შორის მოხვდა, რომელთაგან საუკეთესო გამოკითხვის შედეგად უნდა გაირკვეს.
25 წლის მიქაუტაძე მიმდინარე თვეში მართლაც გამორჩეულად თამაშობს. გიორგიმ 9 თებერვალს ესპანიოლის (4:1) კარი დალაშქრა, 14-ში ხეტაფეს (1:2) გაუტანა, გუშინ კი ლევანტესთან გამარჯვების (1:0) მომტანი გოლი შეაგდო.
ქართველმა თავდამსხმელმა ლა ლიგაში მე-8 გოლი გაიტანა, აქედან 5 ამ წელს და ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, ზედიზედ მესამე ტურში. მის ანგარიშზე ასევე 4 საგოლე პასია.
მიმდინარე სეზონში ვილიარეალის მაისურით ყველა ტურნირზე გიორგის უკვე 10 გოლი აქვს 29 მატჩში (1 თასზე, 1 ჩემპიონთა ლიგაზე), ერთი გოლიც მან ლიონის მაისურით ლიგა 1-ში შეაგდო.
მიქაუტაძის გარდა, თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე პრეტენზიას აბდესამად ეზალზული (ბეტისი), ტომას ლემარი (ჟირონა), ლუის მილა (ხეტაფე) და ფედერიკო ვალვერდე (რეალი) აცხადებენ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ