ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 5:4 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს.
Le Parisien: „მხეცი, რომელიც ღრიალით იბრუნებს ძალას, ამბოხი ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო. დაუძახეთ მას „ჩე გე-კვარა“ — აჯანყების ლიდერი! ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებასთან ერთად სრულიად ახალ დონეზე გადაინაცვლა, იქცა ახალი სამყაროს მონსტრად, რომელიც მეტოქეებს შთანთქავს. ერთ რამეში კი ყველა დარწმუნებულია — გერმანელებმა რაღაც დაუვიწყარი ნახეს.“
L’equipe: „როცა საქმეში ხვიჩა ჩაერთო, ქაოსი დაიწყო. მარცხენა ფლანგზე სტანიშიჩი გააცურა, საჯარიმოში შეიჭრა და ნოიერს შანსი არ დაუტოვა. ის დღეს ყველგანმყოფი იყო და დუბლიც შეასრულა!“
Canal-supporters: „ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი თავის ჩვეულ სტილში გაიტანა, მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა. მისი თამაში გარდამტეხი იყო.“
Foot mercato: ფორმაში მყოფმა კვარაცხელიამ თამაში საკუთარ თავზე აიღო. სტანიშიჩი გააწამა და შემდეგ ულამაზესი დარტყმით ნოიერის კარი აიღო. თავიდანვე ჩანდა, რომ ნაპოლის ყოფილი მოთამაშე დიდ მატჩს ატარებდა. მისმა რეიდებმა მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბავარიულ დაცვას, განსაკუთრებით სტანისიჩს. სწორედ მისი აქტიურობა გახდა გარდამტეხი მომენტი მძიმე პირველი 20 წუთის შემდეგ. თავისი კლასიკური დარტყმით მან ანგარიში გაათანაბრა და პსჟ ისევ თამაშში დააბრუნა, შემდეგ კი ჰაკიმის პასის შემდეგ დუბლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 39-ე წუთზე ბარძაყის ტრავმის ეჭვი გაჩნდა, ქართველმა თამაში გააგრძელა და დაცვაშიც საკმაოდ ძლიერი სამუშაო შეასრულა. 84-ე წუთზე ლუის ენრიკემ გაიყვანა.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნთან მატჩში დუბლი შეასრულა. ქართველ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ცნობისთვის, ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის მომავალი დაპირისპირება 5 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ