პირველად დიდი ხნის შემდეგ, „ბარსელონას“ ვარსკვლავის ლამინ იამალის სკანდალური მამა, მუნირ ნასრაუი შვილთან ერთად გამოჩნდა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე საჯაროდ დაშორდა ერთმანეთს გარემარბის რეპუტაციის გამო. ეს გასაკვირი არ არის, რადგან 34 წლის მუნირი საკმაოდ ხშირად ხვდებოდა კონფლიქტებში მას შემდეგ, რაც ლამინმა საფეხბურთო მოედანზე ბრწყინვალება დაიწყო.
ეს არ ეხება „რეალის“ გულშემატკივრების ჩვეულ „ტროლინგს“ კლასიკოს წინ, ან მუქარის შემცველ განცხადებებს სოციალურ მედიაში.
Crónica Global-ის ცნობით, ლონდონში გაფრენამდე მუნირმა ბარსელონას აეროპორტის კაფეში ქურთუკი აკრძალულ ადგილზე დაკიდა, ოფიციანტმა ქალმა შენიშვნა მისცა, მან კი სახეში შეაფურთხა. კონფლიქტში ერთ-ერთი თანამშრომელი ჩაერია, რომელსაც ნასრაუიმ ხელი გაარტყა და სკამის ჩარტყმას აპირებდა, მაგრამ ისინი პოლიციამ გააშველა. საბოლოოდ მუნირი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაფრინდა ინგლისში.
El Español-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელის მამამ ინგლისის დედაქალაქშიც „გამოიჩინა თავი“ – „ლონდონ პალადიუმის“ თეატრის წინ შეხლა-შემოხლა მოუვიდა და ჟურნალისტს კინაღამ მობილური ტელეფონი გაუტეხა.
2024 წელს ბარსელონას გარეუბან მატაროში, მას მშობლიურ რაიონში რამდენიმე პირი ავტოსადგომზე თავს დაესხა და დანით დაჭრეს. La Vanguardia წერდა, რომ ახალგაზრდობაში მუნირი კრიმინალთან იყო დაკავშირებული, თუმცა შვილის დაბადების შემდეგ, დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი შეწყვიტა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ