დიდი სატრანსფერო ამბები - სად შეიძლება ვიხილოთ ვიქტორ ოსიმენი დიდი სატრანსფერო ამბები - სად შეიძლება ვიხილოთ ვიქტორ ოსიმენი » Footballnews დიდი სატრანსფერო ამბები - სად შეიძლება ვიხილოთ ვიქტორ ოსიმენი
გათიშვა

დიდი სატრანსფერო ამბები - სად შეიძლება ვიხილოთ ვიქტორ ოსიმენი

დიდი სატრანსფერო ამბები - სად შეიძლება ვიხილოთ ვიქტორ ოსიმენი
2 საათის და 46 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ჟურნალისტი ეკრემ კონურის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა, "გალათასარაის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი შეიძინოს.

როგორც ირკვევა, სეზონის დასრულების შემდეგ გერმანული კლუბი სერჟ გნაბრის გასხვისებას გეგმავს, გარდა ამისა მიუნხენურმა კლუბმა ლონდონის "ჩელსის" უკვე აცნობა, რომ ნიკოლას ჯექსონის გამოსყიდვას არ აპირებს. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბაიერნის" გარდა ოსიმენის დამატებით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ვიქტორმა "გალათასარაის" მაისურით ყველა ტურნირზე 15 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.


FACEBOOK კომენტარები