გაირკვა! - გაუშვებენ თუ არა არნე სლოტს ლივერპულიდან გაირკვა! - გაუშვებენ თუ არა არნე სლოტს ლივერპულიდან » Footballnews გაირკვა! - გაუშვებენ თუ არა არნე სლოტს ლივერპულიდან
გათიშვა

გაირკვა! - გაუშვებენ თუ არა არნე სლოტს ლივერპულიდან

გაირკვა! - გაუშვებენ თუ არა არნე სლოტს ლივერპულიდან
1 დღის და 6 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ლივერპული მიმდინარე სეზონში საკუთარ თავს არ ჰგავს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

ეს ყველაფერი ცუდად დაემთხვა გიორგი მამარდაშვილის მატჩებს, თუმცა ქართველი უკვე დამაჯერებლად გამოიყურება.

მიუხედავად ამიას, მერსესაიდელების შედეგები ძალიან ცუდია: ბოლო 10 მატჩში 3 მოგება და 7 მარცხი.

ამ ყველაფერს ინგლისურ პრესაში მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს აბრალებენ.

წითლებს შთამბეჭდავი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ გუნდი ვერ შეიკრა.

როგორც ცნობილია, ლივერპულის ხელმძღვანელობა ნიდერლანდელ სპეციალისტს სრულიად ენდობა და მის თანამდებობიდან გათვისუფლებას არ აპირებენ.

არნე სლოტის ადგილს არაფერი ემუქრება.

FACEBOOK კომენტარები