იმის მიუხედავად, რომ "ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონში სერია ა მოიგო, იმის შანსი, რომ კლუბი ანტონიო კონტეს დაეტოვებინა, მაინც რეალური იყო.
ამ ყველაფრის მიზეზად მედია კლუბში შიდა განვითარებულ მოვლენებს ასახელებდა, თუმცა ამჯერად სხვაგვარი ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი ჟურნალისტი, ფაბირიციო რომანო ადასტურებს, რომ 2025/26 წლების სეზონში ნეაპოლელთა დამრიგებელი კვლავ კონტე იქნება.
როგორც ირკვევა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დე ლაურენტისის გუნდი, ახალი მიზნების შესასრულებლად, დიდ აქტიურობას გეგმავს.