"მე ნეაპოლში დავბრუნდები" - ლუჩანო სპალეტის ემოციური განცხადება "მე ნეაპოლში დავბრუნდები" - ლუჩანო სპალეტის ემოციური განცხადება » Footballnews "მე ნეაპოლში დავბრუნდები" - ლუჩანო სპალეტის ემოციური განცხადება
გათიშვა

"მე ნეაპოლში დავბრუნდები" - ლუჩანო სპალეტის ემოციური განცხადება

"მე ნეაპოლში დავბრუნდები" - ლუჩანო სპალეტის ემოციური განცხადება
2 დღის და 10 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

"ნაპოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ტურინის "იუვენტუსის" ახალი თავკაცი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეიში" გატარებული დრო გაიხსენა და ემოციური განცხადება გააკეთა.

"ყველა ქალაქში, სადაც კი ვყოფილვარ, რაღაც განსაკუთრებულს ვტოვებდი. ნეაპოლში რაღაც ამაღელვებელი ვიგრძენი, გავაცნობიერე ფეხბურთის სილამაზე და ის, რასაც მივაღწიეთ – ფანტასტიკური და მნიშვნელოვანი სკუდეტო. 

"ამ ხალხთან განსაკუთრებული კავშირი დავამყარე. ჩემი მხრიდან ეს არ შეიცვლება. დღეს სისხლის ანალიზი ავიღე და ეს მარჯვენა ხელზე გავაკეთე, რადგან მარცხენაზე ტატუ მაქვს და არ მინდოდა, იქ რამეს შეხებოდნენ. 

"მე დავბრუნდები ნეაპოლში, ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, მიუხედავად ჩემი პროფესიული გადაწყვეტილებებისა" - თქვა ლუჩანომ.

FACEBOOK კომენტარები