"ჩვენი სტადიონი, "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია..." - დე ლაურენტისის სკანდალური განცხადება "ჩვენი სტადიონი, "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია..." - დე ლაურენტისის სკანდალური განცხადება » Footballnews "ჩვენი სტადიონი, "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია..." - დე ლაურენტისის სკანდალური განცხადება
გათიშვა

"ჩვენი სტადიონი, "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია..." - დე ლაურენტისის სკანდალური განცხადება

"ჩვენი სტადიონი, "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია..." - დე ლაურენტისის სკანდალური განცხადება
9 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი გუნდის სტადიონს, "დიეგო არმნადო მარადონას" ნაგავსაყრელი უწოდა და იტალიისს ხელისუფლება გააკრიტიკა:

 "ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია. იგივე ვთქვი, როდესაც ჩვენს მწვრთნელად ანჩელოტი დაინიშნა. პსჟ იმავე ქირას იხდის თავისი სტადიონისთვის, რასაც ჩვენ, მაგრამ მათ სრული ექსკლუზიურობა აქვთ და წელიწადში 100 მილიონ ევროს შოულობენ.

ჩვენ მხოლოდ სამი დღით გვაქვს წვდომა: მატჩის დაწყებამდე, მატჩის დროს და მატჩის შემდეგ. ეს არის ძველი სტადიონი, სპორტული ბილიკით და თხრილით, რომელიც ჩვენი გულშემატკივრებისგან შორს გვაკავებს. 

აქაური ხელისუფლება ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ არსებობს 25 მილიონი პოტენციური ამომრჩეველი, რომელთაც ეს სპორტი აინტერესებთ", - განაცხადა დე ლაურენტისმა. 

FACEBOOK კომენტარები