მიზეზი ცნობილია - რატომ დაადო ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო მიზეზი ცნობილია - რატომ დაადო ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო » Footballnews მიზეზი ცნობილია - რატომ დაადო ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო
გათიშვა

მიზეზი ცნობილია - რატომ დაადო ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო

მიზეზი ცნობილია - რატომ დაადო ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო
2 საათის და 45 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ესპანური გამოცემა MARCA უკვე დიდი ხანია წერს, რომ მადრიდის რეალს ვინისიუს ჯუნიორთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურს, ამას კი რამდენიმე თვალსაჩინო მიზეზი აქვს.

El Nacional-ის ცნობით, ბრაზილიელი ვინგერის შეძენის იდეა პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის ხიბლავდა, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტრანსფერი დაბლოკა.

ლუის ენრიკე ვინისიუსის ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ის თვლის, რომ ბრაზილიელი მის სტილსა და სათამაშო იდეოლოგიას ვერ მოერგება.

ცნობისთვის, ვინისიუსს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და დიდი ალბათობით მის გასხვისებაზე მუშაობა 2026 წლის ზაფხულში დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები